რეზონანსი
05.05.2020

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე საუბრისას ამბობს, რომ პანდემიის დროს ხალხი ეკლესიას „გამადიდებებლი შუშით" უყურებს და ცდილობენ „ბუზი სპილოდ აქციონ"

„ყველა რაღაცნაირად, გამადიდებელი შუშით უყურებს ეკლესიას. ამ პანდემიის დროს მთლად გადაირია ხალხი - აიჭრა. თითქოს დრო მოძებნეს იმისათვის, რომ ბუზი სპილოდ აქციონ და ის რაც ჩვეულებრივი საკითხია წარმოაჩინონ არაჩვეულებრივ საკითხად.

კი გავიგე ამ სროლის შესახებ არ ვიცი რომელია სწორი, რომელია მართალი. ის კი ვიცი, რომ ძალიან მართულები არიან. ამ პანდემიამ თითქოს ხალხში, რაც იყო ჩაბუდებული თუ, რაც იყო ნეგატივი ყველა ცდილობს, რომ ამოუშვას.

ხალხიც არის თვითონ გაღიზიანებული. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანები ზიან სახლში საქმე არ აქვთ. ვფიქრობ გაღიზიანებული კაცის მდგომარეობაა", - ამბობს მეუფე ანტონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×