რეზონანსი
05.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განმარტა რატომ გახდა პირბადის ტარება აუცილებელი როგორც ავადმყოფი, ასევე ჯანმრთელი ადამიანებისთვის. მისი თქმით, ეს ვირუსთან ბრძოლის სხვა ხერხების არასებობით არის განპირობებული.

„მე არაფერს ვიგონებ. ეს არის საზოგადოდ არსებული რეკომენდაციები, რომლებიც ვრცელდება უფრო დიდი ინსტიტუციების მიერ, რომ ყველაზე ეფექტური და დღესაც ასეა, რომ ნიღაბი ატაროს ავადმყოფმა. ამ შემთხვევაში გავრცელება ვირუსის არის ბევრად შემცირებული, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბს ატარებს ჯანმრთელი ადამიანი. დღეს არის რეკომენდაცია - მაშინ როდესაც პრევენციის სხვა საშუალება არ გაგვაჩნია - ნიღაბი ატაროს ორივემ: ავადმყოფმაც და ჯანმრთელმაც. ასეთ შემთხვევაში, როგორც ამბობენ ექსპერტები, დაავადების გავრცელების რისკი იქნება მინიმუმამდე შემცირებული.", - განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×