რეზონანსი
05.05.2020

თუშეთის გზაზე ჩამოწოლილა მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა. ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ერთი მათგანი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, ხოლო მეორეს ბედი ჯერჯერობით უცნობია.

„წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი გადარჩა, მეორეს ბედი ჯერ არ არის გარკვეული. სამაშველო ბრიგადები უკვე მუშაობენ. იქ სატელეფონო კავშირი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×