რეზონანსი
05.05.2020

ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას 330 სასწრაფო სამსახურის მანქანა ემსახურება და თითოეული ეკიპაჟი სრულად არის დაცული. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დაცვის საშუალებების ხარჯვა, თუმცა მიწოდებაც გვაქვს ადეკვატური, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა უწევთ, თუმცა ყველა ეკიპაჟი აღჭურვილია სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს კორონავირუსისა და სხვა ინფექციებისგან დაცვას. მიუხედავად ამისა, ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს, როდესაც გამოძახებისას მოქალაქეები კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს მალავენ, რაც ზრდის სასწრაფოს ექიმის დაინფიცირების რისკებს. პერსონალი გამოძახებაზე სხვა მოტივით მიდის, თუმცა ადგილზე სულ სხვა რეალობა ხვდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ დამალონ ეს სიპმტომები, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირება სასირცხვილო არაა. რაც შეეხება სამედიცინო დაცვის საშუალებებს, პირველივე დღიდან იყო სრულად აღჭურვილი ყველა ეკიპაჟი. მინდა აღვნიშნო, რომ გამოძახებების რიცხვის მატების შემთხვევაშიც მარაგის მხრივ არანაირი პრობლემები არ შეიქმნება. ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას 330 სასწრაფო სამსახურის მანქანა ემსახურება და თითოეული ეკიპაჟი სრულად არის დაცული. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დაცვის საშუალებების ხარჯვა, თუმცა მიწოდებაც გვაქვს ადეკვატური", - განაცხადა გოგიტიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×