რეზონანსი
05.05.2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომაროებით ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ შესაძლებელია, გამოჩნდეს დაავადებული პირი.

„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×