
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა თუ როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდის ჩატარდება არჩევნები.
"შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე.
ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ გარანტირებულად შევძლოთ, ისევე როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, შესაბამის თარიღში არჩევნების ჩატარება და აღსრულება ამ მიზნის.
ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები, ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასმთავრობო სექტორის. იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის.
მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოთ მზად ვართ და ღია ვართ"- განაცხადა მდინარაძემ.