რეზონანსი
05.05.2020

თბილისისა და რუსთავის გახსნაზე საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს, - ამის შესახებ დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება.

სხდომაზე განიხილეს ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების საკითხები და ის მიმართულებები, რომელთა ამოქმედება შესაძლოა გეგმით გათვალისწინებულზე უფრო ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განხორციელდეს.

მათ შორის, საუბარია თბილისისა და რუსთავის გახსნაზე, რის შესახებაც გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე მიიღება.

ცნობისთვის, დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×