თამთა ჩაჩანიძე
05.05.2020

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის შეფასებით, მაისის ბოლომდე ქვეყანაში კოვიდ-19ით ინფიცირებულთა რიცხვი სავარაუდოდ 10 ათასამდე გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, კანდაცვის მსოფლიო ოგრანიზაციას (ჯანმო) უფრო კოშმარული პროგნოზი აქვს - თუ სიტუაცია უკონტროლო გახდა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 500 ათასს გადააჭარბებს.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ სოციალური დისტანციის დაცვა გააგრძელონ და პირადი ჰიგიენა დაიცვან", - განაცხდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ჯანმო-ს პროგნოზის თანახმად, თუ სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარა, შესაძლებელია ქვეყნაში ინფიცირებულთა გამოვლენილმა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბოს, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა - 10 ათასს, ხოლო გარდაცვლილთა როდენობა კი ათასობით იყოს.

მისივე თქმით, სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება და სომხეთის ეპიდსიტუაციის მონაცემთა სტატისტიკაზე ე.წ. მრუდის მართვა შეძლეს. თუმცა ასევე დასძენს, რომ სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და მხოლოდ მოსახლეობის მოქალაქეობრივ შეგნებაზე იქნება დამოკიდებული, თუ მაისის ბოლოსთვის რა ეპიდსურათი ექნება ქვეყნას.

„თუ მაისის ბოლოსთვის ჩვენ ინფიცირების 10 000 დადასტურებული შემთხვევა გვექნება, ეს რა თქმა უნდა ცუდი იქნება, თუმცა ეს უკეთესია 50 000-თან შედარებით, რასაც უბრალოდ ვერ გავუმკლავდებით. ყველ ქვეყნა ამ ეტაპებს გადის. უნდა ვაღიაროთ, რომ ვირუსის გავრცელება ამა თუ იმ გზით გარდაუვალია. ახლა უკვე გვაქვს შეზღუდვების პერიოდში შემუშავებული ის ნორმები და წესები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტებმა უნდა დაიცვან" - თქვა ტოროსიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი რამდენს მიაღწევს, მინისტრმა უპასუხა, რომ რეალისტური სცენარის მიხედვით, თვის ბოლოსთვის 10 ათასი შემთხვევაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ეს მაღალი მაჩვენებელია თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნა ყველა ინფიცირებულ შემთხვევაზე კონტროლს ვერ შეძლებს და შესძლოა ბევრი ინფიცირებული სამკურნალოდ სახლშიც გაუშვან.

რაც შეეხება მინისტრის მიერ ნახსენებ ჯანმო-ს ნეგატიურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში შესაძლოა ნახევარ მილიონს ასცდეს, ამასთან დაკავშირებით ტოროსიანმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში გააკეთა განმარტება.

„მე ვსაუბრობდი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ სცენარზე, რომელიც, საბედნიეროდ, ჯერჯერობით რეალიზებული არაა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არასოდეს მოხდეს. ამ სცენართან დაკავშირებული გათვლები ასეთია: ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა - 524 032 ადამიანი, მათგან მძიმე მდგომარეობაში - 26 202, პიკის დროს საავადმყოფოებში საჭირო ადგილების რაოდენობა - 12 445", - დაწერა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა „ფეისბუქში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×