რეზონანსი
05.05.2020

 უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„ფაქტია, ყველა ქვეყანაში კორონავირუსმა დაღმასვლა დაიწყო, მართალია იქ ახალი შემთხვევების მატება არ შეწყვეტილა, მაგრამ სიკვდილიანობის და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ყველა იმ ქვეყანაში იკლებს, რომელიც ლიდერობდა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის", - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

გოფოძის განცხადებით, დღეს კლინიკას 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 64 პაციენტია, აქედან 38-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, რომელთაგანაც 2 გამოჯანმრთელდა და დღეს გაეწერება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტი საყურადღებოა, რომლებსაც ორმხრივი პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება, რაც ძალიან გვახარებს", - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×