რეზონანსი
05.05.2020

ფოთის ჰოსპიტლის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა პაციენტი მოათავსეს, აქედან ერთი, 9 თვის ჩვილია.

ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ისინი ბიქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.

ექვსი პირის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

„ახლა მიმდინარეობს სამი პაციენტის კვლევის პროცესი. ექვსის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ამჟამად ფოთის „ცხელების კლინიკაში" იმყოფებიან 75 და 60 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და 9 თვის გოგონა ფოთიდან. კიდევ დაგვემატა 87 წლის კაცი ლანჩხუთიდან, ჩვენს კლინიკაში იმყოფება წლის და 11 თვის ბიჭუნაც ფოთიდან", - განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×