რეზონანსი
05.05.2020

დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.

ამასთანავე, საპარლამენტო ფრაქციას სურს, პრემიერისგან მოისმინოს თუ რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×