რეზონანსი
05.05.2020

ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გვყოლია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს კლინიკიდან 6 პაციენტი ეწერება. ასევე 10 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელმაც ასევე, შესაძლოა, დღესვე დატოვოს კლნიკა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 79 პაციენტიდან კოვიდინფიცირებულია 61, მათ შორის რეანიმაციაში იმყოფება 5 პირი. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ყველა მათგანთან მოვა განმეორებითი უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. მინდა გითხრათ, რომ გვყავს 2 ორსული ქალბატონი და ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს," - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×