რეზონანსი
05.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს.

როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში არის 79 პაციენტი, რეანიმაციაში რჩება ხუთი პაციენტი.

„მართვით სუნთქვაზე რჩება ორი პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, მეორეს მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინფიცირებული გყავს 61 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის და იმედია, რომ ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს", - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×