რეზონანსი
05.05.2020

რა გზით და როგორ გადადის კორონავირუსის ინფექცია თვალიდან ადამიანის ორგანიზმში, ამის შესახებ ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ „იმედის დილაში" ჩართვისას ისაუბრა.

მისივე თქმით, ცნობილია, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის დაცემინების ან დახველების დროს, ასევე მაშინ, როდესაც ადამიანი სხვადასხავა საგნის დაინფიცირებულ ზედაპირს ეხება და შედეგად ამ ხელით სახის - პირის, ცხვირისა და თვალის მიდამოს. სწორედ ამ დროსაა შესაძლებელი ვირუსის ნაწილაკების შეღწევა ორგანიზმში თვალის ლორწოვანი გარსიდან, ანუ კონიუქტივიდან.

„ზოგადად სხვა ვირუსების შემთხვევაში ცნობილია და დამტკიცებულია, რომ შესაძლებელია თვალის როგორც უკანა, ასევე წინა სეგმენტის დაზიანება. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, ჩინელმა მეცნიერებმა ქალაქ უხანში აღწერეს კლინიკური შემთხვევა, როდესაც პაციენტს მწვავე კონიუქტივიტი განუვითარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუდასტურდა მას მწვავე ვირუსული ინფექცია. პირველად ინფიცირება მოხდა ლორწოვანი გარსის და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი დიაგნოზის დადგენა. კიდევ ერთი ასეთი კლინიკური შემთხვევაა აღწერილი ისევ ჩინელი მეცნიერების მიერ, როდესაც პაციენტს ჯერ კონიუქტივიტის ნიშნები გამოუვლინდა და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოყალიბდა კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რესპირატორული სურათი. მიუხედავად იმისა, რომ კონიუქტივიტი კოვიდ 19-ის იშვიათი გამოვლინებაა, მსგავსი პაციენტების შესაძლოა თვალის კლინიკაში მოხვდნენ და ოფთალმოლოგი იქნება ის პირველი სპეციალისტი, რომელიც ამ დაავადებას თვალის სპეციფიკური სიმპტომატიკით გამოავლენს", - განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.

მისივე თქმით, ამდენად, ხელების ჰიგიენა და ამით თვალების ისევე, როგორც პირის ღრუსა და ცხვირის დაცვა, მნიშვნელოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×