რეზონანსი
05.05.2020

საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაავადების რიცხვი საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს, ეს მაშინ, როცა იტალიაშიც კი, სადაც კორონავირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მედიკოსების მხოლოდ 9% დაინფიცირდა.

"ჩვენთან როდესაც რამდენიმე ათეულ მძიმე პაციენტზეა საუბარი და სამასიოდე პაციენტზე მთლიანად 75 სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება არის ძალიან მაღალი.

ეს არის გამოწვეული იმით, რასაც იანვრის ბოლოდან ვიძახით, ეს არის მუდმივი მომზადება ტრენინგი და აღჭურვა პერსონალის. 28 იანვარს შეიქმნა უწყებათშორისი საბჭო, 26 თებერვალს გამოვლინდა პირველი შემთხვევა და ექიმების წვრთნა და ტრენინგი დაიწყო თებერვლის ბოლოს", – აღნიშნავს “ახალი საქართველოს” წევრი სერგო ჩიხლაძე.

“ლელოში” მთავარი პრობლემად ერთჯერადი სამედიცინო ინვენტარის მოხმარებას ასახელებენ. ვახტანგ სურგულაძის განმარტებით, არ შეიძლება ერთი პირბადე და ხელთათმანი მედპერსონალმა მთელი დღე ატაროს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებში სწორად იყო გათვლილი რისკები და დაცული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×