რეზონანსი
05.05.2020

ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე ამბობს, რომ პატარა გოგო ისეთ ტკივილებს უძლებდა, რაც დიდისთვისაც რთული ასატანი იქნებოდა. საკმაოდ რთული გზის მიუხედავად, ბრძოლა ვერ მოიგეს.

მიუხედავად რთული ოპერაციებისა და სამედიცინო მანიპულაციებისა, ანიტა თურმე დედას არ აძლევდა მოწყენის საშუალებას. ცდილობდა, თავადვე გაემხიარულებინა მშობლები.

„ყველა შვილმკვდარ დედას აქვს სინდისის ქენჯნა, რატომ დარჩა ცოცხალი. ყოველდღე მაქვს შეკითხვები, ვეძებ ამ შეკითხვებზე პასუხებს. ხან ვპოულობ, ხან ვერ ვპოულობ. ვეძებ პასუხს რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.

ის თანხა კი, რაც ანიტას ჯანმრთელობისთვის მოგროვდა, ახლა სხვა ბავშვების გამოჯანმრთელებას ხმარდება. 

სასწაულია, რომ მეგობრობამ და ამ სიყვარულმა შეძლო ის, რომ მთელი საქართველო ერთ გუნდად გააერთიანა. ერთ მხარეს ვიბრძოდით ყველა ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ.

როცა მივხვდი რომ ვერ იყო კარგად ჩვენი საქმე, ჩემს მეგობრებს გავუგზავნე ხმოვანი შეტყობინება – მეგობრებო უნდა დამეხმაროთ, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ თანხის მობილიზება. მითხრეს ნუ გეშინია ჩვენ აქ ვართო", - განაცხადა მარიკო სადრაძემ გადაცემაში "ბაიასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×