
ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ადიგენიდან მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე მკურნლობენ.
შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა ოჯახის ახლობლების თქმით, მედიკოსებს მანამდე ეჭვი კორონავირუსზე ჰქონდათ.
„მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ეგონათ კორონავირუსი იყო და ახალციხეში გადაიყვანეს რომ არ დაუდასტურდა, სახლში გაწერეს. უფრო ცუდად რომ გახდა, თბილისში წაიყვანა კატასტროფამ. მამაკაცი 50 წელზე მეტისაა", - გვითხრეს ახლობლებმა.
ყირიმ-კონგოზე ეჭვი მედიკოსებმა ახალციხეშივე მიიტანეს.
ექიმების ვარაუდი ლუგარის ლაბორატორიის დასკვნამ დღეს დაადასტურა.
ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა.
ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია
გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები - ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპა.
წყარო: "პრაიმტაიმი"