რეზონანსი
04.05.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეში უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა" ქვეყნის პრეზიდენტის ოფისში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„უახლოეს დღეებში მას დანიშნავენ. ჩვენ ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, რა თანამდებობაზე. ამის შესახებ პრეზიდნეტმა უნდა თქვას. შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ის მთავრობას დაეხმარება" , - განაცხადა გამოცემის წყარომ.

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×