რეზონანსი
04.05.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ექიმებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ამის გამო აკრიტიკებს. „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან.

„ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმაა თუნდაც ექიმებზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან ჩართულნი.

ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან. ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელიც არ მგონია, რომ ევროპის რომელიმე სივრცეში ფიქსირდებოდეს. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა შემდგომ განვითარებას მოითხოვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×