რეზონანსი
04.05.2020

"ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის"- ასე გამოეხმაურა იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, სადაც ის აცხადებს, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.

„თუ ვაქცინა იქნება, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება. განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ", - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა. მღვდელმთავარი აცხადებს, რომ მოწოდება „დარჩით სახლში" ეშმაკისეულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×