რეზონანსი
04.05.2020

შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს", - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×