რეზონანსი
04.05.2020

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პაციენტები კლინიკა "მედალფას" დღის ბოლოს დატოვებენ. პაციენტებს საკონტროლო ტესტის შედეგად კორონავირუსი აღარ უდასტურდებათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღესვე ლაბორატორიული კვლევა 35 პირს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×