რეზონანსი
04.05.2020

"სამწუხაროდ, რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოში შექმნილი საგანგებო ვითარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ," - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა იტალიურ გაზეთ La Stampa- სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი ინტერესების გაძლიერების მიზნით აგზავნის.

"რუსეთმა სამედიცინო დახმარება გაუგზავნა იტალიას, მაგრამ შემდეგ დეზინფორმაციულ კამპანიაში მისი გამოყენება სცადა, რათა მასსა და მოკავშირეებს შორის უთანხმოება გამოეწვია", - აღნიშნა აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაურმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მხოლოდ კეთილშობილური მიზნები აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×