რეზონანსი
04.05.2020

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, - ამის შესახებ report.ge-ს გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

„არც ერთი ნაბიჯი უკან, პირიქით, წინ მივიწევთ და პატარ-პატარა წარმატებები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დაზიანება და პროცესი ხანგრძლივია, როგორც ექიმები გვეუბნებიან დრო სჭირდება ყველაფერს, თუმცა დადებითი დინამიკა არის", - განაცხადა ჯაბაურმა.

მისივე თქმით, ცოტნე გამსახურდია უკვე მეორე თვეა თურქეთის კლინიკიდან სადაც ის მკურნალობდა, სხვა საავადმყოფოს სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.

ანა ჯაბაური აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას გადაყვანა ევროპაში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, პროცესი დროებით შეჩერდა.

„მეორე თვეა გადაყვანილია სხვა საავადმყოფოს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც უტარდება რეაბილიტაცია. ვაპირებდით მის გადაყვანას ევროპაში, თუმცა კორონავირუსის გამო ევროპამ არ მიგვიღო. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპის საუკეთესო კლინიკებთან და როგორც კი მიგვიღებენ, მაშინვე გადავიყვანთ", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×