რეზონანსი
04.05.2020

 რესპუბლიკური საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, პაციენტებმა უკვე დატოვეს კლინიკა.

„როგორც იცით, ჩვენგან უკვე დაიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. ამ დილას სამმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავუშვებთ, რომლებსაც ორჯერ, ზედიზედ ნეგატიური პასუხი ექნებათ", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რამდენიმე პაციენტს პნევმონია აქვს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას, ამაზე შეიძლება ხშირად ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ეს ძალიან კარგია იმ პროგნოზის გათვალისწინებით, ყველა იმ პაციენტისათვის, ვინც ჩვენტან მკურნალობს", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ლევან გოფოძის თქმით, კორონავირუსზე დღეს კიდევ 15-მდე პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება.

„ესინი ცხელების ცენტრის პაციენტები არიან. გარდა ამისა, დავამთავრებთ თანამშრომლების ტესტირებას", - განაცხადა გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×