რეზონანსი
04.05.2020

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

წლიურმა ინფლაციამ ფასებზე ასე იმოქმედა: ხილი 45.4%-ით გაძვირდა

რძის ნაწარმი 23.2%-ით გაძვირდა

ხორცპროდუქტები 15%-ით გაძვირდა

პურპროდუქტები კი - 8.4%-ით გაძვირდა

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.9%-ით

თევზეული 14.9 %-ით გაძვირდა

ბოსტნეული და ბაღჩეული 14.1 %-ით გაძვირდა

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 1.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა: ხილი და ყურძენი (17.7 პროცენტი)

ბოსტნეული და ბაღჩეული(7.1 პროცენტი)

თევზეული (6.2 პროცენტი)

ყავა, ჩაი და კაკაო (4.4 პროცენტი)

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.0 პროცენტი)

პური და პურპროდუქტები (1.6 პროცენტი)

ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი)

ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა:

რძის,ყველისა და კვერცხის (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი კლება, რაც -0.36 პროცენტული

პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების

ექსპლუატაციაზე (-3.8 პროცენტი).

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×