რეზონანსი
04.05.2020

რაც შეეხება რემდესივეროთერაპიას, როდესაც ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება გაჩნდება, აუცილებლად დავიწყებთ მის გამოყენებას, ოღონდ ეს არ იქნება პირადად ჩემი ან კლინიკის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ შურნალისტებს პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მსოფლიო მედიცინის წამყვან რამდენიმე კლინიკასთან და რემდესივერის შესაძლო გამოყენებას მათთან შეთანხმებით დაიწყებს.

„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ და კონტაქტი გვაქვს მსოფლიო მედიცინის რამდენიმე წამყვან ცენტრთან და მათთან შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით მულტიდისციპლინურად დავნიშნავთ" - განაცხადა ლევან რატიანმა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის" გამოყენებისთვის ნებართვა გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×