რეზონანსი
04.05.2020

ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ ინფო" მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის თანამოაზრემ, კონსტნატინე მორგოშიამ დაწერა.

„ჩვენ, ალტ-ინფო ჯგუფი ამ პანდემიის დროს ამ პანდემიის დროს ბევრ ადამიანს, სტრუქტურას, თუ ორგანიზაციას დავეხმარეთ.

ამიტომ, თუ ვინმე ითავებს ამ ადამიანის დახმარებას და დაწერთ ანგარიშის ნომერს...

მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა, მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას", - წერს ლევან ვასაძის თანაგუნდელი კონსტანტინე მორგოშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×