რეზონანსი
04.05.2020

 იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა სერვისის მისაღებად ვიზიტი მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით უნდა დაჯავშნონ.

„იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ. იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს. ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი და ხვალ დილიდან ეწვიოს ამ დაწესებულებებს სასურველი სერვისის მისაღებად. ერთადერთი სერვისი, რომელიც ჯერჯერობით ხელმიუწვდომელი რჩება, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანთა ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დროებითი წესი იმოქმედებს სულ მცირე საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდსიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ამის კორექტირებას შევძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობაში არ დაიშვება არავინ პირბადის გარეშე, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები", - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×