რეზონანსი
04.05.2020

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი გაეწერება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

„კლინიკაში 88 პაციენტი გვყავს, აქედან 68-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. დღეს ეწერება 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია. გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღე იწვა კლინიკაში. ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას", - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×