რეზონანსი
04.05.2020

 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„4 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 87 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 74 პაციენტი.

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 6 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 76 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×