რეზონანსი
04.05.2020

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან იხსნება ბათუმი და ქუთაისი, ხოლო თბილისი და რუსთავი ჩაკეტილი რჩება, თუმცა უახლოეს დღეებში შეზღუდვები აქაც მოიხსნება გაიხნება. სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დედაქალაქი და რუსთავიც გაიხსნებადა მიმოსვლა 4-ვე ქალაქში სრულად აღდგება. პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×