რეზონანსი
04.05.2020

2 წლის ანდრიამ დღეს ახალი კორონავირუსი დაამარცხა,  ბავშვის დედა ნანა პაპავა პირველ კომენტრას აკეთებს:

"მე თვითონ ვიყავი უსიმპტომოდ ინფიცირებული. ჩემგან გადაედო პატარას. პირველი სიმპტომი გამომივლინდა საეჭვო კონტაქტიდან მე-6 დღეს – შემცივნება, 37,5 ტემპერატურა. იმ დღესვე გადავედი ცხელების ცენტრში. მე ჯერ კიდევ კოვიდ ინფიცირებული ვარ. მაგრამ ეს საოცარი მედპრესონალი ზრუნავს ჩემს ჯანმრთელობაზე.

სანამ მე ცხელების ცენტრში ვიყავი დაყოვნებული. ბავშვს დაემართა ცრუ კრუპი (სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძნელება).

მეუღლემ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლში მე არ ვიყავი, მეუღლეს ვთხოვე სასწრაფო გამოეძახებინა. მანაც გამოიძახა სასწრაფო და ბავშვთა ინფექციურში გადაიყვანეს, სადაც PSR ანალიზი აუღეს.

16 დღე გავატარეთ ბოჭორიშვილის კლინიკაში, მე-15 დღეს PSR ტესტი მოვიდა უარყოფითი. 24 საათში მოხდა გადამოწმება და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. მე კვლავ საავადმყოფოში ვარ", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ნანა პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×