რეზონანსი
03.05.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ ოთხი პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, პაციენტები კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 56 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მათ მძიმე პნევმონია აღენიშნებათ.

„ერთი გახლავთ კრიტიკული. ეს ქალბატონი გახლავთ ასაკოვანი, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია, რომელიც ამ დაავადების დროს საკმაოდ რთული პროგნოზის მაჩვენებელია", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×