
შუ-მ და მისმა მეუღლემ იაომ ერთი თვის აღმოაჩინეს, რომ 28 წლის წინ საავადმყოფოდან მათ სხვისი ბავშვი გაატანეს. ამის შესახებ ინფორმციას Mirror-ი ავრცელებს.
გასულ თვეს შუს და იაოს ვაჟს, 27 წლის აბინს ბოლო სტადიის კიბო დაუდგინეს.
მათ შვილი სასწრაფოდ შანხაიში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ საუკეთესო ვარიანტი ღვიძლის გადანერგვა იყო.
ქალმატონმა შუმ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო შვილისთვის ღვიძლის გადანერგვას აპირებდა.
თუმცა, მისი სისხლი შვილისას არ დაემთხვა.
„წავედი და სასწრაფოდ დნმ-ის ტესტი გავიკეთე. აბინისთვის არაფერი მითქვამს, ერთი კვირის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ აბინი ჩვენი ბიოლოგიური შვილი არ იყო",- ამბობს შუ.
შუმ 1992 წლის 15 ივნისს იმშობიარა. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაარკვია, რომ იმ დღეს საავადმყოფოში კიდევ 2 ბავშვი დაიბადა.
საავადმყოფოს ექიმებს აერიათ და სახლში სხვისი ბავშვი გაატანეს. მათი ბიოლოგიური შვილი კი სხვის ოჯახში იზრდებოდა.
ძიების შემდეგ მათ შვილის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს.
„როდესაც აბინის ბიოლოგიურ დედას დავურეკე, მან მითხრა, რომ მას ბ ჰეპატიტი ჰქონდა, ამიტომ მისი შვილისთვის დაბადების შემდეგ დიდი დოზით ბ ჰეპატიტის ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ.
თუმცა, რადგანაც საავამყოფოს ექიმებს ბავშვები აერიათ, ის შეცდომით ჯანმრთელ ბავშვს გაუკეთეს. ასეთ ადრეულ ასაკში კიბო სწორედ ამან გამოიწვია",- ამბობს შუ.
ოჯახმა თავის ბიოლოგიურ შვილს მიაკვლია. მას გუოების ოჯახი ზრდიდა. გუოების ბიოლოგიურ შვილს, აბინს კი თავად ზრდიდნენ.
შუ და მისი მეუღლე აბინის მიტოვებას არ აპირებენ. თუმცა, აპირებენ თუ არა აბინის ბიოლოგიგიური მშობლები, გუოები, მისთვის ამ ყველაფრის თქმას, უცნობია.
“პრაიმტაიმი“