
ჟან ვიკჰემის ორი ვაჟი კოლეჯში სწავლობს. მისი ქმარი ნიუ ჯერსიში მდებარე კაზინოში 36 წლის განმავლობაში მუშაობდა.
თუმცა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ატლანტიკ სითიში ყველა კაზინო დაიხურა, ის უმუშევარი დარჩა.
ინფორმაციას NY times ავრცელებს.
„აქამდე ჩვენ სხვაზე დამოკიდებულები არასდროს ვყოფილვართ",- ამბობს ის.
ვიკჰემსების მინივენი ათასობით სატრანსპორტო საშუალებას შორის იდგა, რათა ატლანტიკ სითიდან 10 მილის დაშორებით „კვების ბანკში" მისულიყო და დაპირებული ახალი პროდუქტი, კონსერვები, მაკარონი და ბრინჯი წამოეღო.
კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი დატოვა.
ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი შტატის მოსახლეობა სიცოცხლეში პირველად იძულებული გახდა დახმარება ეთხოვა.
სწორედ ამიტომ, მათ საკვების მისაღებად ყოველ სამშაბათ საღამოს გრძელ რიგში უწევთ დგომა. მძღოლებს ასევე აძლევენ დაახლოებით 2, 5 კგ ხახვს, სამ წითელ კომბოსტოს და ერთ მწვანე კომბოსტოს.
„ახლა შიმშილის ზღვარზე ვართ",- ამბობენ ნიუ ჯერსის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები, რომლებმაც სიცოცხლეში პირველად ითხოვეს დახმარება.
კვების ბანკი ყოველ კვირას 2500 ოჯახს ეხმარება, რის გამოც რიგში მდგომ მანქანებს უკან გაბრუნება ხშირად უწევთ.
ადგილობრივი პოლიციელები ამბობენ, რომ გასულ კვირას, დაახლოებით 1500 მანქანა გაუშვეს უკან.
ნიუ ჯერსიში, რომელიც შეერთებული შტატების რიგით მეორე მდიდარ შტატად ითვლება, ჯერჯერობით დახმარება 930 ათასი ადგილობრივს გაეწია.
“პრაიმტაიმი“