რეზონანსი
03.05.2020

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 3 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, რომელიც worldometers-ზეა გამოქვეყნებული, მათი რაოდენობა 3 მილიონ 526 ათასს აღწევს.

ამავე მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 247 ათასს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 მილიონ 143 ათასია.

დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, სადაც, ბოლო 24 საათის მონაცემებით, 524 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანად მათი რიცხვი 67 968 ადამიანს შეადგენს; მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც ბოლო დღე-ღამის მანძილზე გარდაცვალების 164 ფაქტი დაფიქსირდა და მათი საერთო რაოდენობა 25 264-ს აღწევს, მესამეზე კი იტალია 174 გარდაცვლილით, სადაც მთლიანობაში 28 884 ადამიანია გარდაცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×