რეზონანსი
03.05.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათი ტესტების პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „ქრონიკას" განუცხადა. მარინა ენდელაძის თქმით, გამოჯანმრთელებულები კლინიკას ხვალ დატოვებენ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 56 ინფიცირებული იმყოფება, 6 მათგანს პნევმონია აქვს, ერთი, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომაროება კი კრიტიკულია.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 221 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×