
სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორში მდებარე ღია აგრარული ბაზარი 4 მაისიდან მუშაობას განაახლებს.
დღეის მდგომარეობით, ბაზარი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს.
იხილეთ გაცემული რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი:
ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს:
ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია;
ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანის შესვლისათვის მათი რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება;
აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა;
მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;
მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება ტემპერატურის გაზომვით;
აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია:
უზრუნველყონ მომხარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე;
სამუშაოების შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
მომხმარებლის/მყიდველის ვალდებულებები:
მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი;
დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა;
აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით;
სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით;