რეზონანსი
03.05.2020

ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა (აქიაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უარყო ინფორმაცია, თითქოს სასულიერო პირები ადგილობრივების ტერიტორიას ითვისებენ.

მეუფე იობის განმარტებით, მათ მიწები და საძოვრები, როგორც კერძო პირებმა ისე შეიძინეს.

„ეკომიგრანტებს აქვთ ჩვენი მიწები მითვისებული, ამას დაგიმოწმებთ და დაგიმტკიცებთ. მათ სასულიერო პირების მიწები მიითვისეს. ლობიოს ვთესავთ, თუ რაიმე ბოსტნეულს, საქონელს უშვებენ და ყველაფერს ანადგურებენ. არავის ვავიწროვებთ და არავის ვდევნით. პირიქით, ხელშეწყობა გვაქვს, ყველანაირად ვეხმარებით. ფერმა გვქონდა, ვუთხარით აჭარელ ეკომიგრანტებს, რომ შემოსულიყვნენ და დასაქმებულიყვნენ, არ ისურვეს. ალბათ, იქედან გამომდინარე, რომ თვითონ მუსლიმურ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან და ჩვენ ქრისტიანები ვართ. ამ ურთიერთობას თვითონვე ერიდებიან. ეპარქიის არის რა თქმა უნდა, იქ მონასტრებია აშენებული და მონასტერი კერძო მფლობელობაში ხომ არ იქნება? საპატრიაროს უარი უთხრეს და ჩვენ, როგორც კერძო პირებმა, ეს მიწები შევიძინეთ იმის გამო, რომ ამ მიწებზე მონასტრები აგვეშენებინა, საძოვრებიც საკუთრებაში გვაქვს", - აცხადებს მეუფე იობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×