რეზონანსი
03.05.2020

თბილისის მე-8 საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. სწორედ ამის შემდეგ დაუდგინა ქალს COVID- 19.

imedinews-ის ინფორმაციით, პაციენტის მეუღლეს ურთიერთობა ჰქონდა სამ მეზობელთან. ყველა მათგანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება . ამ ეტაპზე კონტაქტში მყოფ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 221 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×