
4 მაისიდან სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გაიხსნება მაღაზიები, რესტორნები, ბარები, აღდგება წარმოება და მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის ძლიერი ზარალის თავიდან ასარიდებლად მიიღეს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50-დან 100-მდე გაიზარდა.
ამასთან, დახურული დარჩება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და სასწავლო დაწესებულებები. არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 2 386 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი.