რეზონანსი
03.05.2020

ხე ნაყოფით იცნობა, ჩვენ ველოდებით ნაყოფს. გამოჩნდება და მერე ვიტყვით, - ასე ეხმიანება ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი, მეუფე იოანე ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტს.

მისი თქმით, შეფასებების გაკეთება შესაძლებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რას დაადგენს გამოძიება და რას იტყვის მღვდელმთავარი.

"დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება რასაც დაადგენს, მერე შეგვიძლია შევაფასოთ. ახლა, როცა ჩვენ არ ვიცით, დასკვნა რა იქნება, რა უნდა შევაფასოთ? ხე ნაყოფით იცნობა, ჩვენ ველოდებით ნაყოფს. გამოჩნდება და მერე ვიტყვით.

მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეპარქიის მმართველმა უნდა გაარკვიოს თვითონ იქ და წარმოადგინოს. არის ორი პოზიცია: გამოძიება რას დაადგენს და მღვდელმთავარი.

ქუთაისში რამე რომ მოხდეს, მე მომკითხავენ, ხომ? იქ ხდება, იმას მოჰკითხავენ.

კითხვები არ მაქვს. მე ველოდები განცხადებას, ასე იყო თუ ისე იყო," - აცხადებს მეუფე იოანე.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×