რეზონანსი
03.05.2020

„დედა, როგორ მიგვატოვე" - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტის, შვილი დედის გარდაცვალებას.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 58 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ისეთი თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა ქრონიკული ასთმა, სეფსისი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, გარდაცვლილი 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

გარდაცვლილის ინფიცირების წყარო ზუგდიდელი სპორტსმენი გიორგი ღვინჯილიაა, რომელიც გარდაცვლილის შვილია.

სპორტსმენი თავადაც ინფიცირებული იყო და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ასევე, კოვიდინფიცირებული იყო გიორგი ღვინჯილიას მამა, რომელთან ერთადაც ამ დროის განმავლობაში, სპორტსმენი საერთო პალატაში მკურნალობას გადიოდა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×