რეზონანსი
03.05.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 58 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ისეთი თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა ქრონიკული ასთმა, სეფსისი, ორმხრივი პნევმონია.

გარდაცვლილის ინფიცირების წყარო სპორტსმენია, ქალი სწორედ მისი დედაა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის შესახებაც დღეს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„ინფიცირებულებიდან 8 გვყავს რეანიმაციაში, აქედან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. გენოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, ვნახოთ. ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები" - განაცხადა დილით, ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×