რეზონანსი
03.05.2020

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი ნიმუშის პასუხი დადებითია.

კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

ეს მედდის კონტაქტებიდან ინფიცირების მეექვსე შემთხვევაა. სულ შიდა ქართლში კორონავირუსით ცხრა ადამიანია ინფიცირებული.

ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 23 ნიმუში გაიგზავნა, თუმცა სრულად პასუხები ცნობილი ჯერ არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×