რეზონანსი
03.05.2020

გუშინ დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი, ხელვაჩაურში მცხოვრები 28 წლის სოსო ზაქარიაძეა.

ახალგაზრდა ბიჭი, მანქანაში „დრიფტაობისას" მარტო იჯდა, როცა უკნიდან მომავალი მანქანა დაეჯახა.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გარდაცვლილს, დედა ერთი წლის წინ დაეღუპა, ხოლო მამა სასჯელს იხდის.

უბედური შემთხვევა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

შემთხვევის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×