რეზონანსი
03.05.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91, აქედან 70 არის ინფიცირებული. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შემოვიდა, ერთთან კორონავირუსი დადასტურდა, მეორეს პასუხს კი დღეს ველოდებით", - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 215 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×