რეზონანსი
03.05.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცის 3 ოჯახის წევრიც კორონავირუსით ინფიცირებულია. მათ შორის, გარდაცვლილი კაცის მეუღლე, 9 წლის შვილიშვილი და 4 წლის შვილთაშვილი.

ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ასაკოვან ქალს (გარდაცვლილის მეუღლეს) კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ის კლინიკაში 6 აპრილს მოათავსეს, თუმცა, თავდაპირველად, მას სწრაფი ტესტით კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. ის კლინიკაში სხვა დიაგნოზით მკურნალობდა.

ასაკოვანი ქალის ინფიცირების დადასტურების შემდეგ, დაიხურა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ერთი ნაწილი.

"როდესაც მამაჩემს დაუდასტურდა, დედაჩემსაც ლუგარმა აუღო ტესტი და ისიც ინფიცირებული აღმოჩნდა, შემდეგ იყო ჩემი 9 წლის შვილი და 4 წლის შვილიშვილი", - განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი მამაკაცის შვილმა ნინო პავლიაშვილმა.

ქალი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მან კორონავირუსი ისე გადაიტანა და გაავრცელა, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

„ეხლა ჩემს პატარა 9 წლის გოგოსთან და 4 წლის შვილიშვილთან ერთად ვარ ინფექციურ საავადმყოფოში, მათაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. მე და ჩემს უფროს 24 წლის გოგოს კი კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა.

ინფიცირების წყარო ჩვენთვის ცნობილი არ არის, თავდაპირველად მე მქონდა სიცხეები, მაგრამ არ მქონდა ისეთი სიმპტომები, ეჭვი კორონავირუსზე რომ მიეტანათ. 25 მარტიდან დამეწყო სიცხე 27-ში გამოვიძახე სასწრაფო, მაგრამ მითხრეს მესამე დღე არის სიცხის და პოლიკნინიკაში იმკურნალეო, არ გაქვს ვირუსის მსგავსი სიმპტომებიო" - განაცხადა ნინო პავლიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×