
„არავინ გაგიხსენებს რამდენი მოითმინე, მაგრამ იმას ყოველთვის გაგახსენებენ, რაც ვეღარ მოითმინე, - ამ შინაარსის პოსტს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის მეუღლე სოციალურ ქსელში აზიარებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე დააკავეს.
საქმე ოჯახში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
დავით ცინარიძე ცოლზე ძალადობას უარყოფს.
ბრალდებული ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების რეჟიმში მეუღლესთან მხოლოდ მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, იარაღი კი შემთხვევით გაუვარდა.